სალბი მუსკატის ეთერზეთი
20
მუსკატის სალბის ეთერზეთი შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალებაა პრობლემური კანისთვის. რეკომენდებულია ნორმალური და ასაკოვანი კანის მოვლისთვის. ის ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობის დაბალანსებას, ნაოჭების გადაჭიმვას და კანის დარბილებას. ეს არომატული ეთერზეთი მისაღებია გაპარსვის შემდგომ ლოსიონებში გამოსაყენებლად, რადგან ხელს უწყობს კანის უჯრედების რეგენერაციას და ხსნის გაღიზიანებას.
მუსკატის სალბის ეთერზეთი არის ეფექტური ბუნებრივი დეზოდორანტი ორგანიზმისთვის, ის აღმოფხვრის ჭარბ ოფლიანობას და უსიამოვნო სუნს. მუსკატის სალბი არის ერთ-ერთი საუკეთესო ეთერზეთი თმისთვის, ის ნაზად და ეფექტურად ასუფთავებს ცხიმიან თმას, ზღუდავს ცხიმის ჭარბ გამომუშავებას. უბრუნებს თმას სიმტკიცეს, ტონუსს, ენერგიას და ელასტიურობას.
გახსოვდეთ, რომ ეთერზეთები, მათ შორის სალბის ეთერზეთი, არის მაღალკონცენტრირებული მცენარეული ესენციებია, ამიტომ მათი გამოყენება არ შეიძლება კანზე სუფთა, განუზავებელი სახით. კოსმეტიკური გამოყენებისთვის, ისინი უნდა განზავდეს ბაზის ცხიმოვან ზეთში (ფუძე ზეთში) ან სხვა ემულგატორი. ეთერზეთები არ იხსნება წყალში, მაგრამ მშვენივრად იხსნება ცხიმში, რძეში, კეფირში, იოგურტში, ცვილში, თაფლში და მარილში.
მოცულობა-20მლ
- ბრენდი
- არომატიკა
- ფასი
- 20
- ქვეყანა
- გერმანია
- ნანახია
- 16204